ტრენინგ კურსის შესახებ

                                                        რეფლექსია                                                                                           

   დღე პირველი:   ტრენინგი ჩატარდა ნაყოფიერად  და გასაგები ენით.განვიხილეთ  სასწავლო პრექტის გეგმის შაბლონი,შევქმენით პორტფოლიო  და ბლოგი. 

 
  დღე მეორე: ტრენინგი ჩატარდა ნაყოფიერად. ვისწავლეთ პუბლიკაციების დაგეგვმა, ბუკლეტების შექმნა,პროექტზე დაფუძნებული სწავლის კვლევა, ელექტრონული პუბლიკაციის შექმნა.

     
  დღე მესამე:  ტრენინგის მესამე დღეც ძალიან ნაყოფიერად ჩატარდა. ვისწავლეთ სტანდარტების დადგენა,სასწავლო მიზნების შემუშავება,მიმართულების მიმცემი  საკვანძო კითხვების შედგენა,ზოგადი,თემატიური და შინაარსობრივი კითხვების გააზრება.

    
  დღე მეოთხე:ტრენინგის მეოთხე დღეს ვიმუშავეთ პროექტის გეგმის შევსებაზე,შევავსეთ ცხრილი          "სასწავლო პროცედურები- დროის მენეჯმენტი",ვისწავლეთ სლაიდების შექმნა.

 დღე მეხუთე:  ვიმუშავეთ მოსწავლის ნიმუშის შექმნაზე, შევქმენით ბუკლეტი, რომელსაც ეფექტურად გამოვიყენებთ სწავლის პროცესში. რადგან მოსწავლეებს სტიმულს მისცემს სწავლის პროცესში,  Power point-ის პროგრამის დახმარებით შევქმენით პრეზენტაცია,რომელიც მოსწავლეებს  გაუადვილებს სწავლას.

 დღე მეექვსე: დეტალურად განვიხილეთ განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასების რუბრიკები.  შევქმენით ბუკლეტის შეფასების რუუბრიკა,რომელიც ისევე მნიშვნელოვანია სასწავლო პროცესში.

 დღე მეშვიდე: ამ დღის განსახილველი თემაა დაგეგმვა მოსწავლეთა წარმატებისთვის. განვიხილეთ მოსწავლეთა საჭიროებები, ვისწავლეთ როგორ უნდა დავწეროთ აქტივობები  მოსწავლეების შესაძლებლობებიდან გამომდინარე და მოცემუილი აქტივობა განვათავსეთ პროექტის გეგმის შესაბამის ველში.

დღე მერვე: გავეცანით ფასილიტაციასა და ტექნოლოგიებს. განვიხილეთ არსებული თემის ირგვლივ მომზადებული ჩექლისტები და განვათავსეთ პორტფოლიოს შესაბამის ფაილში.

 დღე მეცხრე:ტრენინგის მეცხრე დღეს გავმართეთ ნაშრომების პრეზენტაცია,  ,გადავამოწმეთ საკუთარი ნაშრომები და მოვახდინეთ მისი საბოლოო რედაქტირება. შევაჯამეთ არსებული ტრენინგი-კურსის ფარგლებში გავლილი მასალები,რა გვასწავლა  ამ ტრენინგმა და როგორ გამოვიყენებთ მას სასწავლო პროცესში.
  არსებული მასალები ავტვირტეტ საკუთარ ბლოგზე.



Comments